ფეხბურთი

20:00 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "პსჟ ძალიან ძლიერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი დამარცხება შეგვიძლია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, პსჟ ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდია, მაგრამ „ბაიერნის“ ძალებსა და გამარჯვებაში დარწმუნებულია:

„თავს მშვიდად ვგრძნობ, მშვიდად მძინავს, ვცილობ, ემოციებს ზემოქმედების საშუალება არ მივცე. პსჟ ყველაზე ძლიერი გუნდია, ვისთანაც მწვრთნელის რანგში მითამაშია? არ მომწონს ასეთი რეიტინგი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. მათი ხარისხისა და ვარჯიშის გარდა, გუნდის ასაკიც მათ სასარგებლოდ მოქმედებს. ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას და მუდმივად სწავლობენ. ეს არის გუნდი, რომელსაც პატივს ვცემთ და რომლის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენ კვლავ გვჯერა საკუთარი თავის და დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ მათ დამარცხებას შევძლებთ.

ველოდები თუ არა პირველი მატჩის მსგავს მატჩს? ეს ყოველთვის ორივე გუნდზეა დამოკიდებული. თუ ვინმე გადაწყვეტს უკან გადადგას ნაბიჯი, მაშინ შეიძლება მეტი სიმშვიდე იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არა. უნდა დავუჭიროთ მხარი იმას, რითაც აქამდე მოვედით, ამიტომ ჩვენთვის და „პარი სენ-ჟერმენისთვის“ რთულია განსხვავებულად თამაში. სახლში ვთამაშობთ და გვინდა გამარჯვება. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაა: ეს ხვალ პრიორიტეტია.

არტეტამ თქვა, რომ ბუნდესლიგაში და ლიგა 1-ში გუნდები ნაკლებად იღლებიან, ვიდრე პრემიერლიგაში? ამაზე ბევრი კომენტარის გაკეთება არ მინდა. პრემიერლიგაში მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი... არა მგონია, რომ ეს „ბაიერნის“ ან „პსჟ“-ს კრიტიკა იყოს. ინგლისში ჩემპიონატის 38 თამაშია, ლიგის თასი, FA თასი, ზამთრის შესვენების გარეშე. ამის განხილვა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს ლეგიტიმურია. იურგენ კლოპმაც ბევრჯერ ისაუბრა ამაზე“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 6 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09031