ჩოგბურთი

21:48 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ძირითად ბადეში მოხვდა.

კვალიფიკაციის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი რინკი ჰიიკატა ძალიან ადვილად, ორ სეტში - 6:3, 6:2 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 24 ვინერსი, 19 უნებლიე შეცდომა, 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166648