სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინამ“ „მიხალოვცე“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, სტუმართა შორის კი საგოლე პასით გამოირჩა თორნიკე ძოწენიძე.
ქართველი მცველის პასით მეოთხე წუთზე ანგარიში კიდო ტეილორ-ჰარტმა გახსნა. „მიხალოვცე“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა. ძოწენიძემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც „ჟილინაში“ ალექსანდრე ნარიმანიძემ.
თორნიკე ძოწენიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ჟილინა“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 მაისს, „ტრნავას“ შეხვდება, ხოლო „მიხალოვცე“ 38 ქულით მეექვსეა და 9 მაისს, „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლებს.







