საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დაიწყო, რომლის საწყის მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ და „რუსთავი“ დაზავდნენ.
დირკ შუსტერის გუნდი 33-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ვარლეი გააძევეს. შედეგად, „ტორპედოს“ ძალიან გაუჭირდა. ანგარიში „რუსთავმა“ 88-ე წუთზე გახსნა - თავი ნიკოლოზ ქუთათელაძემ გამოიჩინა. გია ცეცაძის გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე იმერლებმა ქულა გადაარჩინეს. ანგარიში კომნენ ანდრიჩმა გაათანაბრა და ფრე 1:1.
„ტორპედო“ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „რუსთავი“ 19 ქულით მეორე საფეხურს იკავებს და წინ „დინამო თბილისთან“ დაპირისპირება ელოდება.
„ტორპედო“ – „რუსთავი“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ქუთათელაძე (88), 1:1 ანდრიჩი (90)





