ფეხბურთი

23:24 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნიურნბერგმა" მცველი დაიმატა, რაც შეიძლება ლოჩოშვილს მომავალთან კავშირში იყოს

„ნიურნბერგმა“ მომდევნო სეზონისთვის ცენტრალური მცველი ფინ ოტო დაიმატა, რომლის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ეს კი, შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილის მომავალთან კავშირში იყოს. Kicker-ი იტყობინება, ოტოს ტრანსფერი ზაფხულში დაცვის ცენტრში წამსვლელ ფეხბურთელთა კომპენსირება შეიძლება იყოს. ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი არსებობს, რადგან II ბუნდესლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელი გუნდი ინტერესდებიან ქართველი მცველით, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბი მისაღები წინადადების მიღების შემთხვევაში, მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094364