მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ ეროლიგას პლეი-ოფის პირველ სტადიაზე გამოეთიშა.
ფრანგულმა გუნდმა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სერია 0:3 წააგო. ბერძნებმა მესამე მატჩიც ადვილად მოიგეს - 105:82.
„ოლიმპიაკოსს“ ევან ფურნიემ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 5 პასი დააგროვა, ხოლო „მონაკოში“ საუკეთესო მეთიუ სტრაცელი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად სეზონის მიმდინარეობისას დაინიშნა, მანამდე ის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და გუნდს, გარდა იმისა, რომ ევროლიგის პლეი-ოფში გაიყვანა, საფრანგეთის თასი მოაგებინა.







