ფეხბურთი

1:00 | 6.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

20-წლიანი პაუზის შემდეგ: "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნდა

ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია. მიკელ არტეტას გუნდმა მიზანს მიაღწია და სეზონის მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო.

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საპასუხო ნახევარფინალი ინგლისურმა კლუბმა მოიგო. მოიგო ჩვეულ სტილში მძიმე ფეხბურთით, რომელშიც თვითონაც არაფერს ქმნიდა და მეტოქესაც თამაშში ხელს უშლიდა. თანაც, არ ჰყავდა მეტოქე, რომელიც ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია.

მადრიდში 1:1-ის შემდეგ „არსენალმა“ „ატლეტიკოსთან“ შინ 1:0 მოიგო. ეს ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გავიდა: ლეანდრო ტროსარის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე ყველას ბუკაიო საკამ დაასწრო და ანგარიში გაიხსნა. საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდში ორი დარტყმის გარდა, „არსენალს“ მეტოქის კარში არ დაურტყამს. თუმცა, სხვა საკითხია, რომ „ატლეტიკოსაც“ ხეირიანი მომენტი პრაქტიკულად არ ჰქონია და „მეთოფეებმა“ დამსახურებულად მოიგეს.

"არსენალს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია, ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, ფაზის ეტაპიც პირველ ადგილზე დაასრულა და კარიც ყველაზე მეტჯერ აქვს მშრალად შენახული.

"არსენალი" მე-11 გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მინიმუმ ორჯერ მაინც გავიდა. გარდა ამისა, პირველსა და მეორე ფინალს შორის ყველაზე დიდი სხვაობაა - 20 წელი. ლონდონელებმა "პორტუს" რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც ორ ფინალში 17-წლიანი სხვაობით გავიდა (1987-2004).

„არსენალი“ ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ისტორიაში სულ რაღაც მეორედ გავიდა, პირველად 2006 წლის შემდეგ, როცა მაშინაც ესპანური გუნდი დაამარცხა ნახევარფინალში ამავე სტილში (ვილიარეალი - 1:0, 0:0). თუმცა, მაშინ „არსენალმა“ ფინალი „ბარსელონასთან“ წააგო.

წინ 30 მაისს, ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ფინალია, „ბაიერნის“ ან „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, ეს 6 მაისს გაირკვევა.

„არსენალი“ – „ატლეტიკო“ 1:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:1

გოლი: 1:0 საკა (44)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096647