ბელგიის მეორე დივიზიონში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. ლიგიდან გავარდა გუნდი, რომელსაც სეზონი გასავარდნ ზონაში არ დაუსრულებია.
RWDM ბრიუსელმა სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა (17-გუნდიანი ჩემპიონატი) და ვარდებოდა ბოლო ორი გუნდი. თუმცა, მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებზე გავიდნენ „ანდერლეხტის“, „გენკის“ და „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდები.
დებულების თანახმად, არ შეიძლება ლიგიდან 23-წლამდე გუნდის გავარდნა, თუ ქვედა ლიგიდან სანაცვლოდ არ ამოდის სხვა 23-წლამდე გუნდი, რაც ამ სეზონში არ მოხდა. ამიტომაც, ხსენებულმა სამივე კლუბმა შეინარჩუნა მეორე დივიზიონში ადგილი. შესაბამისად, გავარდა RWDM ბრიუსელი (რომელსაც იმანაც არ უშველა, რომ გასავარდნ ზონას 12 ქულით გაუსწრო) და მომდევნო სეზონს მესამე დივიზიონში გაატარებს.







