ფეხბურთი

2:16 | 6.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ამაზე ამაყი და ბედნიერი ვერასდროს ვიქნები"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„წარმოუდგენელი საღამოა. ერთად კვლავ ისტორია დავწერეთ. ვერასდროს ვიქნები უფრო ბედნიერი ან ამაყი ამ კლუბის ყველა წევრით. სტადიონზე ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია. ასეთი მომენტის განცდა წარმოუდგენელი გრძნობაა. საოცარი მოგზაურობა იყო. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ კლუბის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გამო. რაღაც ახალი შევქმენით. უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ეს განსაკუთრებულია. შემადგენლობა? საბოლოოდ, ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა. კარგი ის არის, რომ ყველა ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რაც არ უნდა გადავწყვიტო. განსაკუთრებული სეზონია. მჯერა ფეხბურთელების და იმის, რასაც ვაშენებთ. არ ვიცი, ეს გამარჯვებამდე მიგვიყვანს თუ არა, მაგრამ ჩვენ იქ ვართ. ეს დეტალებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ნამდვილად ცოცხლები და მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ. ფინალის მეტოქე? ამაზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ ზეიმი მინდა, ხვალ კი, ოჯახთან ერთად თამაშს მშვიდად ვუყურებ“, - აღნიშნა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და მისი მეტოქე 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბაიერნი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095211