ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა ბუკაიო საკამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებისა (1:0) და გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეს მშვენიერია, ფინალი გვაკლდა. ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით ზეწოლას, მათ ყველაფერი გაგვირთულეს, მაგრამ ბოლომდე გავძელით. გულშემატკივრები წარმოუდგენლები იყვნენ, ისინი პირველიდან ბოლო წუთამდე გვეხმარებოდნენ, თამაშის დაწყებამდეც კი განსაკუთრებული ენერგია იგრძნობოდა.
ვერასდროს მივაღწევდით აქამდე, რომ არ გვცოდნოდა, როგორ გავუმკლავდეთ ზეწოლას და შევინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ მომენტებში. ფინალში ვართ და ყველაფრისთვის ვიბრძვით, მაგრამ ხალხს შეუძლია საუბარი: უბრალოდ უნდა უგულებელვყოთ გარე ხმაური და კონცენტრირებული ვიყოთ.
გოლი? შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე განსაკუთრებული და ლამაზია. ეს უნიკალური მომენტი იყო. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო. კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა გაუმჯობესება გავაგრძელო“, - თქვა საკამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში კი მეორედ გავიდა და მისი მეტოქე 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბაიერნი“ იქნება.







