მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა იან ობლაკმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„გამარჯვებული ყოველთვის უკეთესი გუნდია. მათ გაიმარჯვეს და ვულოცავ. რა თქმა უნდა, მოწყენილი და გაბრაზებული ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთია. მეორე ტაიმი კარგი იყო. შესაძლოა, პირველ ტაიმში ცოტა ზედმეტი პატივისცემა გამოვავლინეთ და თამაშის გვეშინოდა. ამის შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ფინალში გასულიყავით. სამწუხაროა ჩვენთვის, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ასეთია ცხოვრება. „არსენალი“ უკეთესი იყო და ფინალშია.
გრიზმანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. არა მხოლოდ მის, არამედ „ატლეტიკოს“ ყველა გულშემატკივრის გამო ვწუხვართ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ ფინალში გავიდოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ამიტომ რთული მომენტია“, - თქვა ობლაკმა.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში კი მეორედ გავიდა და მისი მეტოქე 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბაიერნი“ იქნება.







