UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. აღსანიშნავია, რომ "ელ მატადორმა" საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.
ილია თოფურიას თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბოფონი
მცველები: პაულო მალდინი, სერხიო რამოსი, კაფუ, რობერტო კარლოსი
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო ნაზარიო, ხვიჩა კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული ბრძოლა 14 ივნისს გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







