ფეხბურთი

15:05 | 6.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" - "პარი სენ-ჟერმენი": გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

დღეს, მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩში გაიმართება, სადაც "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" "პარი სენ-ჟერმენს" დაუხვდება. გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა, თუმცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის და მაყურებელი აღნიშნულ დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელოდებიან.

ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა. პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად მატჩს ძირითად შემადგენლობიდან დაიწყებს.

"ბაიერნის" შემადგენლობა:

ნოიერი, სტანისიჩი, უპამეკანო, ჯონათან ტა, ლაიმერი, კიმიხი, პავლოვიჩი, ოლისე, მუსიალა, დიასი, კეინი.

"პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობა:

საფონოვი, ზაირ-ემირი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. ფინალური დაპირისპირება კი ბუდაპეშტში 30 მაისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159721