UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე საქმეში ბრუნდება და მისი მომდევნო ბრძოლის თარიღიც ცნობილია.
რამდენიმე უცხოური გამოცემის ცნობით, ქართველი "ნინჯა" მომდევნო ორთაბრძოლას 20 ივნის გამართავს და მისი მოწინააღმდეგე ურეიტინგო ვინისიუს ოლივეირა იქნება. აღნიშნული დაპირისპირება UFCVegas119-ზე შედგება.
გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და სამწუხაროდ კევინ ვალეხოსთან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. არგენტინელ მებრძოლთან დაპირისპირებამდე გიგა მე-15 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ახლა ის რეიტინგის გარეშეა, ისევე როგორც მისი მომდევნო მოწინააღმდეგე.
ცნობისთვის, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 21 პროფესიონალური შეხვედრის შემდეგ ჭიკაძის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 6 მარცხია. მან 2025 წელს 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა.







