ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ლივერპულის" ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ზაფხულში ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება.
ცნობილი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ალისონ ბეკერმა ტურინულ გრანდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის იტალიურ კლუბში 2029 წლამდე ითამაშებს.
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ახლა ტრანსფერის სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები "ლივერპულთან" უკვე დაიწყო და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
იმ შემტხვევაში,. თუ ბრაზილიელი ინგლისურ კლუბს დატოვებს, კლუბის პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდება და მომდევნო სეზონში ქართველ მეკარეს გაცილებიტ მეტი სათამაშო დრო ექნება.
შეგახსენებთ, რომ ალისონი „ლივერპულს“ 2018 წელს იტალიური „რომადან“ შეუერთდა.





