ფეხბურთი

16:55 | 6.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "რეალი" კარვახალისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აღარ აპირებს

მადრიდის "რეალის" კაპიტანი დანი კარვახალი დიდი ალბათობით ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რეალის" ხელმძღვანელობამ კარვახალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის არარ შეცვლება. შესაბამისად ესპანელ ფეხბურთელს ზაფხულში კლუბის უფასოდ დატოვება მოუწევს, რადგან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში იწურება.

გავრცელებული ცნობებით, კარვახალის დამატება რამდენიმე ინგლიურ და არაბულ კლუბებს სურთ, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086688