ფეხბურთი

18:50 | 6.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია "მეცში" აპრილის MVP გახდა

გიორგი ქვილითაია „მეცში“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბის საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა - ნომინანტი კი ოთხი ფეხბურთელი იყო: ქვილითაიას გარდა, გიორგი წიტაიშვილი, პაპე სი და სადიბუ სანე. ყველაზე მეტი ხმა ქვილითაიამ მიიღო.

გიორგიმ აპრილში „მეცის“ მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა შეძლო „პარიზისა“ და „ლე ავრის“ წინააღმდეგ. მთლიანობაში მას ფრანგულ გუნდში მიმდინარე სეზონში 8 თამაში აქვს ჩატარებული და თავი ორჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 1-დან გავარდა, ბოლო ორ ტურში გადარჩენის შანსი აღარ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168761