მადრიდის „რეალში“ ჟოზე მოურინიო პირველი კანდიდატია. ნიკოლო სკირას ცნობით, „სამეფო კლუბი“ პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.
„ბენფიკას“ მოურინიოს შენარჩუნება სურს, მაგრამ მის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის ფასი 3 მილიონი ევროა. საბოლოო გადაწყვეტილება ჟოზე იქნება დამოკიდებული.
მოურინიო მადრიდის „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა და თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.





