საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური გრძელდება, რომლის მორიგი ორი მატჩი გაიმართა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „იბერიამ“ სტუმრად გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. სტუმრებს უპირატესობის გაზარდა მეორე ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ჯინჯოლავამ პენალტი ზუსტად ვერ დაარტყა.
„იბერია“ 23 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 16 ქულა აქვს და „მეშახტეს“ გაეჯიბრება.
წყალტუბოს „სამგურალმა“ იმერულ დერბიში ტყიბულის „მეშახტეს“ 3:1 მოუგო. გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში ირაკლი ჯანჯღავამ გახსნა. მასპინძლებს კარგი შანსი ჰქონდათ უპირატესობის გასაზრდელად, მაგრამ ლევან პაპავამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 7 წუთის შემდეგ ველისოლმა ანგარიში 2:0 გახადა. ორ წუთში სტუმრებმა ლაშა უგრეხელიძის გოლით შეამცირეს სხვაობა და ქულისთვის იბრძოლეს, თუმცა კომპენსირებულ დროში კლაუდიო სებოლინიამ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, 14 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „მეშახტე“ 10 ქულით მეცხრეა და „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება.
„სამგურალი“ – „მეშახტე“ 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჯანჯღავა (55), 2:0 ველისოლი (77), 2:1 უგრეხელიძე (79), 3:1 სებოლინია (90)
„დილა“ – „იბერია“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ღუდუშაური (45)





