„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა.
კერძოდ: კვარაცხელია პირველია ამ ტურნირის ისტორიაში (რაც ლიგა ეწოდა), რომელიც ერთ სეზონში პლეი-ოფის სტადიაზე ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა.
ხვიჩას სტატისტიკა ასეთია: გოლი „მონაკოსთან“, ორი გოლი და საგოლე პასი „ჩელსისთან“, გოლი „ჩელსისთან“, გოლი „ლივერპულთან“, საგოლე პასი „ლივერპულთან“, ორი გოლი „ბაიერნთან“ და საგოლე პასი „ბაიერნთან“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მას ეკუთვნის პსჟ-ს რეკორდიც - ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედება (16 – 10 გოლი, 6 პასი).







