ფეხბურთი

2:30 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ჩვენ ფეხბურთელები არ გვყავს, მეომრები გვყავს, ჩვენთან ვარსკვლავი გუნდია"

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ "ბაიერნთან" მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ბრწყინვალეა. ორი მეორე ვარსკვლავისკენ გვინდა წასვლა. არ გვყავს ფეხბურთელები, ჩვენ გვყავს მეომრები. მყარი გუნდი გვყავს. "ბაიერნი" შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. ჩვენთვის ბრწყინვალე მატჩი იყო. გასულ წელს აქ ისტორია დავწერეთ, გვინდა გავაგრძელოთ პსჟ-ს ისტორიის წერა. მიზანი მეორედ გამარჯვებაა. ვარსკვლავი გუნდია, ყველას ბრძოლა სურს. ეს არის ფეხბურთი, ეს არის პსჟ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, საუკეთესო გულშემატკივრები.

ბედნიერები ვართ და ვამაყობთ ამ ძლიერი გუნდით. ვიცოდით, რომ "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნებოდა, შესანიშნავი გუნდის, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მიჩვეულია. ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ფინალზე ვფიქრობთ. დაღლილები ვართ და სტრესიც გვაქვს, მაგრამ ეს დადებითი სტრესია“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111095