„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა.
„ყოველდღე ბევრს ვშრომობ, მაგრამ ცხადია, როდესაც ასეთ ძლიერ გუნდში თამაშობ, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. ერთიანი ჯგუფი ვართ, გუნდური სულისკვეთებით ვმუშაობთ და ეს ნამდვილად ქმნის განსხვავებას. ერთმანეთისთვის თავს ვწირავთ. ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. კარგად ვთამაშობთ, რადგან მწვრთნელის მითითებებს ვასრულებთ და ვცდილობთ, მოედანზე განვახორციელოთ ყველაფერი, რასაც კვირის განმავლობაში ვამზადებთ. არ ვიცი, ეს ჩემი საუკეთესო მომენტია თუ არა, შეიძლება კი, შეიძლება არა. მე გამარჯვებისთვის ვთამაშობ. ვიცი, რომ უნდა ვირბინო და დაცვას დავეხმარო, თორემ სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდები“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







