ფეხბურთი

4:00 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: "ვარსკვლავებში მოედანზე კვარაცხელია საუკეთესო იყო"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ "ბაიერნისა" და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. როგორც მან თქვა, ის ვარსკვლავებს შორის საუკეთესო იყო.

ტონი Prime Video-სთვის პირდაპირ სტადიონიდან მუშაობდა, ამიტომ, უფრო კარგად აღიქვა ის სამუშაო, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა.

„კეინმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. განსხვავება ის იყო, რომ პსჟ-ს ცენტრალური მცველები ძალიან ყურადღებით იყვნენ, "ბაიერნის" მცველებმა კი გოლის დროს სერიოზული შეცდომები დაუშვეს. ლუის დიასმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ ბოლო პასი ან დარტყმა დააკლდა. კვარაცხელიამ ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა, ის ვარსკვლავებს შორის მოედანზე საუკეთესო იყო, ნებისმიერ რამეს იდეალურად აკეთებდა. სტადიონიდან მისი თამაშის ყურებით ნამდვილად მოხიბლული ვარ. პსჟ-მ დაცვით ფაზაში უკეთ იმუშავა. როდესაც დიასი მეტოქეს ატყუებდა, მასთან ყოველთვის მეორე კაცი ჩნდებოდა. როდესაც იგივე კვარა აკეთებდა, კართან იყო“, - თქვა ტონიმ, რომელიც სამი სეზონის განმავლობაში "ბაიერნში" თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09586