„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეს წარმოუდგენელია. ძალიან რთული მატჩი გვქონდა, სეზონის ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი, როგორც გუნდის, სიძლიერე. გაგვიჭირდა, თუმცა მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება და რთული მომენტების კარგად მართვა. ყველა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ფინალში გავსულიყავით.
ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ მენტალიტეტით, რადგან ახლა მიზანი ნათელია: ჩემპიონთა ლიგის და ასევე ლიგა 1-ის მოგება. ფინალში გასვლა მათთვისაა, ჩვენი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, სადაც არ უნდა ვითამაშოთ. ვიცი, რამდენს სწირავენ, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ, ოჯახებისა და ყოველდღიური ცხოვრებისგან შორს. დღეს ისინი ამაყობენ ამ გუნდით.
ამ გუნდმა მენტალიტეტი შეიცვალა, განსაკუთრებით ლუის ენრიკეს შრომის წყალობით. რთულ მომენტებში პოზიტიური განწყობა და ერთიანობა შევინარჩუნეთ. საპასუხო მატჩში მეტი კონცენტრაციითა და ბალანსით ვითამაშეთ. ვიცით, როგორ შევუტიოთ, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ ასევე ვიცით, როგორ ვიტანჯოთ და ერთად გიჟივით თავი დავიცვათ“, - თქვა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა (5:4, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც 30 მაისს, „არსენალს“ შეხვდება.







