მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა იოზუა კიმიხმა და ჯონათან ტაამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთეს:
"მინდა ვისაუბრო ჩემს თამაშზე და არა მსაჯზე... გადამწყვეტ მომენტებში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მჯერა, რომ ამ გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. სამწუხაროდ, წელს არა“, - თქვა კიმიხმა.
„რთული მატჩი იყო. ისინი იმსახურებენ ფინალში გასვლას, მაგრამ ორივე მატჩში დაძაბული ბრძოლა იყო. მათ ერთხელ მოიგეს და დღეს ფრედ დავასრულეთ, ამიტომ მათ დაიმსახურეს“, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჯონათან ტაამ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა (5:4, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც 30 მაისს, „არსენალს“ შეხვდება.







