„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“განსაკუთრებული მატჩი იყო, კიდევ ერთი ჯადოსნური ღამე მიუნხენში შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. ასეთ მატჩებში თამაშზეც ბავშვობიდან ვოცნებობდით. ახლა, როგორც გუნდი, ამით დავტკბებით. ყოველთვის ლამაზი ფეხბურთით ვერ გავიმარჯვებთ. ძალიან კარგად ვიცავდით თავს. ეს ჩვენი ძლიერი მხარეა. შეგვიძლია შეტევა და დაცვაც. ძალიან რთული ფინალი იქნება „არსენალის“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე ძალიან კარგი გუნდია“, - თქვა დუემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა (5:4, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც 30 მაისს, „არსენალს“ შეხვდება.







