ფეხბურთი

13:42 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "მკვლელის ინსტიქტი დაგვაკლდა, რაც პსჟ-ს ჰქონდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა. აშკარა შანსები არ გვქონია, მაგრამ მაინც საკმარისი შევქმენით გოლის გასატანად. შეხედეთ პსჟ-ს - ისინი უბრალოდ მკვლელები იყვნენ. ეს ზუსტად ის იყო, რაც დღეს გვჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ შევძელით საქმის ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, ჩვენი გოლი ცოტა დაგვიანდა. არ გვქონდა დრო კიდევ ერთი მომენტის შესაქმნელად ან სტანდარტული სიტუაციისთვისაც კი. იმ მომენტში უკვე გვიანი იყო. პსჟ-ს საჯარიმოში უბრალოდ საკმარისად კლინიკურები არ ვიყავით.

დამსახურებულად მოვიგეთ ბუნდესლიგის ტიტული. მოუთმენლად ველით ბერლინში გასამართ გერმანიის თასის ფინალს. თუმცა, ახლა ამ მატჩის გამო იმედგაცრუება ჭარბობს“, - თქვა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა (5:4, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც 30 მაისს, „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169105