ფეხბურთი

14:33 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: "ფინალშიც თუ გადამწყვეტი იქნება, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

მან უპასუხა შეკითხვას, იმსახურებს თუ არა, კვარა წელს ოქროს ბურთს, რაზეც ასეთი პასუხი ჰქონდა: „როგორც უკვე ვთქვი, მისი თამაშით მოხიბლული ვარ. ოქროს ბურთის მოგება დამოკიდებული იქნება იმაზე, რას გააკეთებს ეს ბიჭი ფინალში. თუ გადამწყვეტი იქნება, შეუძლია. თუ დემბელემ მოიგო, კვარასაც შეუძლია მოგება“, - თქვა ლუკა ტონიმ.

თუმცა, კვარაცხელიასთვის შეიძლება ხელისშემშლელი გამოდგეს ის ფაქტორი, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც საქართველოს ნაკრები და შესაბამისად, თვითონაც, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095115