ფეხბურთი

14:07 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნასერ ალ-ხელაიფი: "შეხედეთ კვარაცხელიას ბოლო წუთზე როგორ დარბოდა და იბრძოდა"
"ლუის ენრიკემ რევოლუცია მოახდინა, არა მხოლოდ პსჟ-ში, არამედ მთლიანად ფეხბურთში"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან თავისი გუნდის მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა, თუ როგორ იბრძოდა ის ბოლო წუთებში, მიუხედავად იმისა, რომ ენერგია აღარ ჰქონდა:

„ჩვენი ოცნებაა მეორედ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ბრწყინვალე, ახალგაზრდა გუნდი გვყავს, გუნდი, რომელიც ერთად იბრძვის. გუნდი ვარსკვლავია. ყველა იბრძვის. შეხედეთ კვარას, ბოლო წუთებში, ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ დარბოდა, იბრძოდა. ეს არის ფეხბურთი, ეს არის პარი სენ-ჟერმენი.

როგორ მუშაობენ ისინი ერთად, როგორ ცხოვრობენ ერთად, როგორ იცავენ ერთმანეთს მოედანზე და მის გარეთ... მე ვხედავ მათ, ვცხოვრობ მათთან ერთად და ეს არის ის, რაც მიყვარს გუნდში. ეს არის საბრძოლო სული, ვნება, სიამოვნება, რომელსაც ისინი გრძნობენ ვარჯიშზე დასწრებისას, ერთად მუშაობისას. ზოგჯერ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს. ჩვენ ოჯახი ვართ, პსჟ-ს ოჯახი. ლუის ენრიკემ რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში, არა მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენში“, არამედ მთლიანად ფეხბურთში. შესაძლოა, მომდევნო 3, 4 ან 5 წელიწადში სხვადასხვა მოთამაშესთან ერთად ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელები გვყავდეს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097416