პსჟ-მ მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, საერთო ჯამში 6:5 გაიმარჯვა და 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ამ მატჩში გატანილმა გოლმა „წითელ-ლურჯები“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდს მიუახლოვა.
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 16 თამაშში უკვე 44 გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ნებისმიერი გუნდისთვის მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. 1999/2000 წლების სეზონში მხოლოდ „ბარსელონამ“ გაიტანა მეტი, 45 გოლი. მაშინ კატალონიელებსაც 16 მატჩის ჩატარება დასჭირდათ.
ეს ფრანგული კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალია. ისინი ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდებიან. თამაში 30 ბუდაპეშტში გაიმართება.







