ლეგენდარულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან გამოყო პსჟ-ს თავდამსხმელების უნარი, რომ როდესაც ისინი მეტოქესთან ერთ-ერთზე რჩებიან, კარში ყოველთვის ახერხებენ დარტყმას:
„შეიძლება ითქვას, რომ „ბაიერნი“ მოსალოდნელ დონეზე არ იყო, ან ის, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ნამდვილად ძალიან ძლიერი მატჩი ჩაატარა. პირადად მე ვიტყოდი, რომ პსჟ-მ თავი ფანტასტიკურად დაიცვა. მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა პრესინგი და „ბაიერნს“ ქამბექის იმედიც კი არ დაუტოვა.
მთლიანობაში, უფრო პარიზელების თამაშის ხარისხს გამოვყოფდი. ამ გუნდში თითოეული თავდამსხმელი ერთ-ერთზე გასვლისას აუცილებლად ახერხებს კარში დარტყმას - შეუჩერებელია. იქნება ეს ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე თუ უსმან დემბელე: ერთ-ერთზე გასვლისას აუცილებლად ურტყამენ კარში (და მეკარეს სეივის გაკეთება უწევს), ეს კი ბრწყინვალე თვისებაა“, - თქვა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







