ფეხბურთი

13:45 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ფავორიტი დაასახელა

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ფავორიტი დაასახელა. მიმდინარე ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ბუდაპეშტში, 30 მაისს „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პარიზელები ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან.

„პსჟ ფინალში უმნიშვნელო ფავორიტია“, - ციტირებს კეინის სიტყვებს Yahoo Sports.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა, ხოლო „არსენალმა მადრიდის „ატლეტიკო“ ორ მატჩში 2:1.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა. „არსენალი“ კი ამ ტურნირის ფინალში 20 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

თეგებიჰარი კეინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178117