„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა და კაპიტანმა მარკინიოსმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 121-ე მატჩი ჩაატარა. ეს „ბაირნთან“ ტურნირის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მოხდა. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა და 1:1 დასრულდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მარკინიოსმა ევროთასებზე ბრაზილიელი ფეხბურთელების მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობის რეკორდი მოხსნა, რომელიც მადრიდის „რეალის“ყოფილ ფეხბურთელს, რობერტო კარლოსს (120) ეკუთვნოდა.
მარკინიოსი 31 წლისაა. ევროპის თასებზე ჩატარებულ 121 მატჩში სამხრეთამერიკელმა 11 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
პარიზელები ტიტულისთვის მატჩში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდებიან. თამაში 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.







