Opta Analyst-ის სუპერკომპიუტერმა 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის პროგნოზი ნახევარფინალური ეტაპის მიხედვით შეცვალა. წყაროს ცნობით, „არსენალი“ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს პირველად მოიგებს.
Opta Analyst-ის ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები 7 მაისის მდგომარეობით:
არსენალი (ინგლისი) - 55.76%;
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) - 44.24%.
2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა (1:1, 1:0), ხოლო პსჟ-მ მიუნხენის „ბაიერნი“ ჯამში 5:4, 1:1. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. პარიზელები ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან. „მეთოფეები“ გასულ სეზონში ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდნენ.







