ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც ჯერარდმა აღნიშნა, კვარა ამჟამად საუკეთესო გარემარბია და მასზე უკეთესი არავინაა:
„უბრალოდ ძალიან ძლიერი და სახიფათოა. მას ორივე მხარეს შეუძლია თამაში. ბევრ გარემარბს მხოლოდ მაშინ სურს თამაში, როდესაც ბურთი აქვს. მათ სურთ საინტერესო რაღაცეების გაკეთება - სურთ შექმნან და გოლი გაიტანონ.
ეს ბიჭი ბევრს აკეთებს. ის ბევრს შრომობს, ვარდნებს აკეთებს, იბრძვის. მას შეუძლია შექმნას, გაიტანოს გოლი. ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია. მასზე უკეთესი არავინაა. ის ამჟამად მსოფლიოში ფლანგის საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







