ფეხბურთი

18:46 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: „უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი დამოკიდებულება და თანმიმდევრულობა“

„ნოტინგემ ფორესტთან“ ევროპა ლიგის სპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ „ასტონ ვილას“ მთავარმა მვრთნელმა უნაი ემერიმ თავისი გუნდის პოზიტიურ განწყობაზე ისაუბრა.

„მოუთმენლად ველი მატჩს. ნამდვილად. აღფრთოვანებული ვარ. მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი, ევროპა ლიგის ნახევარფინალში თამაშზე ვოცნებობდი. ამ სეზონის დასაწყისში, პრემიერლიგის ხუთი მატჩის შემდეგ, ჯერ კიდევ ევროპა ლიგის დაწყებამდეც კი, ვნერვიულობდი, თუ როგორ დავასრულებდით სეზონს.

მაშინ არ ჩანდა, რომ პრემიერლიგაში ასე მაღლა ვიქნებოდით და ამ შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდოდით. ​​ეს უბრალოდ ფანტასტიკურია! მატჩი „ვილა პარკზე“ განსაკუთრებული იქნება. „ფორესტს“ უპირატესობა აქვს და სწორედ ამიტომ არის ფავორიტი. ჩვენი ფეხბურთელები ტკბებიან ამ პროცესით და იციან, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო მომენტს განვიცდით. შეგვიძლია გავიღიმოთ და ყველაფრით ვიამაყოთ, მაგრამ ასევე უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი დამოკიდებულება და თანმიმდევრულობა.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162503