ჩოგბურთი

16:20 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეშია. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/64-ფინალში ესპანელი დანიელ მერიდა აგილარი დაამარცხა.

დაძაბული შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ბასილაშვილმა 6:4, 2:6, 6:3 მოიგო. ქართველს 44 ვინერსი, 47 უნებლიე შეცდომა, 7 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით მოხვდა, სადაც ორი შეხვედრა მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში რეიტინგის მეექვსე ნომერს, ამერიკელ ბენ შელტონს 8 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094321