ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია და იმედოვნებს, რომ ოქროს ბურთს მოიგებს:
„პარიზული შეხვედრის შემდეგ ასეთ დონეზე თამაშზე ვფიქრობდი, რომ ეპიზოდური იყო, მაგრამ მიუნხენშიც იგივე დონეზე ითამაშა. ჩემი აზრით, ამჟამად აბსოლუტურად პირველია. ოქროს ბურთს იმსახურებს და იმედი მაქვს, მოიგებს“, - აღნიშნა საბატინმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







