ფეხბურთი

18:15 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "ხალხს ვთხოვ, რომ წავიდნენ სტადიონზე კვარაცხელიას თამაშის სანახავად"
"ის ამჟამად პლანეტაზე საუკეთესოა, არ არსებობს დიდი მატჩი, რომელშიც არ გამოჩნდება"

ფრანგული L’Equipe-ს ჟურნალისტმა ჯოვანი კასტალდიმ „ბაიერნისა“ და პსჟ-ს მატჩის (1:1) ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხალხს თხოვს, რომ წავიდნენ სტადიონზე კვარაცხელიას თამაშის სანახავად, რადგან ძალიან გამორჩეულია:

„როცა სირთულეა, სწორედ მაშინ არის კარგი, მაიკლ ოლისესგან განსხვავებით. ნუნუ მენდეში რაღაც წარმოუდგენელ დონეზე არ თამაშობდა, უბრალოდ, ოლისეს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ვფიქრობ, რომ ის არ არის ისეთი „ბოროტი“ და უშიშარი, როგორც ლუის დიასია. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამჟამად ჩემთვის პლანეტაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელი არ ჩანს. მას გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ტექნიკურად, რასაც აკეთებს, რასაც ორთაბრძოლებში ახერხებს, უბრალოდ შეუჩერებელია. დიდ მატჩებში საოცარი სტაბილურობა აქვს. როცა ვხედავთ, რას აკეთებს კვარაცხელია მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვარში პსჟ-ში გადავიდა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად პატივია. ხალხს ვთხოვ, თუ შეუძლიათ, წავიდნენ სტადიონზე მის სანახავად. ეს რაღაც გამორჩეულია“, - თქვა კასტალდიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093784