ფეხბურთი

19:27 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქი ჟურნალისტი: "კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ"

თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ – პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.

მან ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და აღნიშნა:

„ოლისემ ძალიან ცუდად ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობრივად, დღეს განაცხადა: „ფლანგის მეფე მე ვარ“. მან ნამდვილი შოუ მოაწყო. ლაიმერი და სტანისიჩი დაშალა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო“, - თქვა ჩელიკლერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093242