ქაოსი მადრიდის „რეალის“ გასახდელში: კილიან მბაპეს ინციდენტის შემდეგ, რომლის წინააღმდეგ ფანებმა პეციტია შექმნეს, რომელმაც მილიონობით ხელმომწერი ჰყავს, ახალი, ძალიან სერიოზული ინციდენტი მოხდა.
Marca-ს ცნობით, ფედერიკო ვალვერდემ და ორელინ ჩუამენიმ გასახდელში იჩხუბეს, რაზეც ჯერ კიდევ გუშინ დავწერეთ, მაგრამ ახალი დეტალები გაირკვა: კამათი გამოიწვია ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელიც ვარჯიშის წინ ფრანგს არ მიესალმა.
ვარჯიშის შემდეგ, გასახდელში დაბრუნებისას, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვალვერდემ ძლიერი დარტყმა მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც ნაკერი დაადეს.
ინციდენტის სიმძიმის გამო, ჩხუბიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო შეხვედრა გაიმართა და ორივე მოთამაშის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" შიდა სამზარეულოში ძალიან ტოქსიკური და დაძაბული სიტუაციაა. და, ეს ყველაფერი "ელ კლასიკომდე" სამი დღით ადრე.





