ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების შემდეგ უეფამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ბუნებრივია, რომ კვირის საუკეთესო 11-ეულში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელმაც „ბაიერნის“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა და შესანიშნავადაც ითამაშა. სიმბოლური ასეთია:
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)
მცველები: მარკ პუბილი (ატლეტიკო), ვილიამ სალიბა (არსენალი), ვილიან პაჩო (პსჟ)
ნახევარმცველები: დეზირე დუე (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
თავდამსხმელები: ბუკაიო საკა (არსენალი), უსმან დემბელე (პსჟ), ლუის დიასი (ბაიერნი)
აღსანიშნავია, რომ უეფამ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







