ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.
მან შეაქო პსჟ-ს თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე, რომლებსაც მეტოქეებისთვის კოშმარული იარაღი უწოდა:
„როდესაც გყავს ორი გარემარბი, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქის განადგურება სხვადასხვა გზით, ეს კოშმარია ნებისმიერი დაცვისთვის. მათ ერთმანეთის ესმით. პირველ მატჩში, ორივემ დუბლი დუბლი შეასრულა იმ გიჟურ მატჩში. ფლანგებზე სისწრაფე, ის, თუ როგორ იზიდავს კვარაცხელია ერთ მცველს და როგორ იყენებს სივრცეს - სუფთა სანახაობაა. დემბელე შეტევის დასრულებაში ქირურგიულად ზუსტია, ხოლო კვარაცხელია თავისი დრიბლინგითა და ხედვით უბრალოდ ქაოსს ქმნის“, - აღნიშნა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







