„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ბაიერნს“ დაუზავდა (1:1) და ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 6:5 აჯობა.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა:
„პარი სენ-ჟერმენი“ ისტორიის წერას აგრძელებს. პარიზული კლუბი ამჟამად უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფინალისთვის ემზადება - რაც ფრანგული რეკორდია - 2020 და გასული წლების ფინალების შემდეგ.
„ბაიერნთან“ ორი მატჩის ჯამში 6:5 გამარჯვება ნიშნავს, რომ პსჟ „ლივერპულის“ შემდეგ (2018-2019) პირველი კლუბია, რომელიც ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა. 2020 წლიდან მოყოლებული, არცერთი კლუბი გასულა ფინალში უფრო მეტჯერ, ვიდრე პსჟ (3). მაშინ, როცა მანამდე „პარი სენ-ჟერმენს“ ფინალი ნათამაშები არ ჰქონდა.
უსმან დემბელემ სულ რაღაც ორ წუთსა და 19 წამში გოლი გაიტანა, რის შედეგადაც კლუბის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლი მიითვალა. მხოლოდ ბლეზ მატუიდიმ - 2013-2014 წლების სეზონის მერვედფინალში „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ გახსნა უფრო სწრაფად ანგარიში.
გასული სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, პლეი-ოფის ფაზაში გატანილი 10 გოლით, ფრანგი ფეხბურთელი ამ პერიოდში მხოლოდ „ბაიერნის“ ფორვარდ ჰარი კეინს (11) ჩამორჩება.
ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში შთამბეჭდავ თამაშს აგრძელებს. მიმდინარე სეზონში 16 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა). ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და საგოლე პასების რაოდენობით მაიკლ ოლისეს და თანაგუნდელ აშრაფ ჰაკიმის გაუთანაბრდა.
2003-2004 წლების სეზონიდან მერვედფინალის შემოღების შემდეგ, ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთი და იმავე სეზონში პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ თამაშში გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (გოლი ან საგოლე პასი).
30 მაისს, „არსენალის“ წინააღმდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე 2014-2015 წლების სეზონში ამ ტურნირზე დებიუტის შემდეგ, კარიერაში მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალში იქნება. ამ პერიოდში მხოლოდ იურგენ კლოპს და ზინედინ ზიდანს აქვთ იგივე შედეგი.
ლუის ენრიკეს შეუძლია პეპ გვარდიოლას შედეგი გაიმეოროს და მესამედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







