ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე კვარაცხელია „ბაიერნის“ აკადემიაშია. როგორც გერმანული მედია წერს, მან 17-წლამდე გუნდის სპარინგში ითამაშა და გოლიც გაიტანა.
„ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდი კლაუს აუგენტალერის „გლობალური აკადემიის“ გუნდს გაეჯიბრა. ქართველ მარცხენა ფლანგზე თვალს ადევნებდა მიუნხენელთა მთავარი სკაუტი ნილს შმადტკეც.
სკაუტებმა შეაქეს მისი ტექნიკა, თუმცა აღნიშნეს, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკური განვითარება. ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი არაა, „ბაიერნს“ მას 18 წლის ასაკამდე ვერ დაიმატებს, ამიტომ პარტნიორი კლუბის მეშვეობით გადასვლა განიხილება. „ბაიერნმა“ იმავე მიზეზით ვერ შეძლო მისი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება წლების წინ.
ამავდროულად, იტალიური მედია წერს, რომ თორნიკეს მიმართ ინტერესს „ნაპოლიც“ იჩენს, მაგრამ მისი დამატების პოლპოზიციაზე ამჟამად „ბაიერნია“.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია „დინამო თბილისის“ საკუთრებაშია.





