‘შავი ლომი’ და crocobet დიდი 10 XV, ხვალ გორის სარაგბო სტადიონზე მეორე სასელექციო თამაშს გამართავენ. შეხვედრა ამჯერადაც 15 საათზე დაიწყება და გუნდები ორ-ორი შემადგენლობით ითამაშებენ.
2 მაისს გამართულ პირველ მატჩში ‘შავმა ლომმა’ crocobet დიდი 10 XV-ის ნაკრებს სამის წილ ხუთი ლელო გაუტანა და 31:19 გაიმარჯვა. იმ თამაშის პირველი ტაიმი დიდი 10 XV-მა 14:12 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ‘შავმა ლომმა’ უპირატესობის მოპოვება მოახერხა.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდების განაცხადში 30-30 მორაგბეა (პირველში 28-28 იყო). დიდი 10 XV-ის სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ანარე ტუიტაის ნაცვლად ფრთაზე თამაშს ზურა ნინიძე იწყებს.
4 ცვლილებაა ‘შავი ლომის’ დამწყებთა შორის. მარკო ბორტოლამი თამაშს შეცვლილი ღერძით იწყებს და სასტარტო შემადგენლობაში თენგიზ პერანიძესა და გუნდის პირველ (ერთადერთ) ლეგიონერ მერლს პიტერსს ვიხილავთ. პირველ მატჩში დაშავდა და ოთარ მეტრეველის ნაცვლად ფრთაზე შალვა აფციაური დადგება. შერკინების პირველ ხაზში ამჯერად თამაშს იწყებს ნიკოლოზ ხატიაშვილი.
სასელექციო-მოსამზადებელი შეხვედრა
8 მაისი. გორი. 15:00 საათი
შავი ლომი - დიდი 10 XV
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე (კაპ.), 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გურამ ღანიაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე;
მარქაფა: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ბადრი ციხისთავი, 4. ვასილ ზღუდაძე, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ოთია გიორგაძე, 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. თორნიკე ღანიაშვილი; 9. მიშო ყაჩლავაშვილი, 10. დავით იმნაძე, 11. გიორგი სპანდერაშვილი, 12. ზაურ ლუტიძე, 13. ბაჩანა მონიავა, 14. ამირან შვანგირაძე, 15. ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
დიდი 10 XV
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. რომა მახათაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. დავით ხუროშვილი;
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. მურთაზ ცხადაძე, 5. გიორგი შერვაშიძე, 6. ვანო ფუტკარაძე (კაპ.), 7. ზურა ოდიკაძე, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა: 16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ალეკო შამილიშვილი, 18. გიორგი ჯამბურიძე, 19. გიგა ჯულუხაძე, 20. გიორგი შუკაკიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ბუბა ნოზაძე, 23. ცოტნე კვესელავა, 24. ლუკა კოხია, 25. ნიკა აბესაძე, 26. ზურა ძნელაძე, 27. დავით კვირიკაშვილი, 28. რანი ფხალაძე, 29. ლევან ბაჩილავა, 30. დავით მთვარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ნინიძე
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, სერგო ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე
GBF.GE







