ფეხბურთი

23:15 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ყველაზე მეტად გიგზის სტილის ფეხბურთელია"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ნაიჯელ რეო კოკერმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის რაიან გიგზს შეადარა:

„ამაზე ადრეაც გვილაპარაკია: არსებობს განსხვავება დრიბლიორსა და ჩვეულებრივ შემტევ ან ფორვარდს შორის. კვარაცხელია განსაკუთრებულია. თუ ოდესმე მისი თამაშის ყურების შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად უყურეთ, რადგან ასეთი ფეხბურთელები ხშირად არ იბადებიან. ის განსაკუთრებულია, ისიამოვნეთ მისი თამაშით.

იმ ფეხბურთელებიდან, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ალბათ რაიან გიგზს ყველაზე მეტად ჰგავს. ჩემთვის ყველაზე ახლოს სწორედ რაიან გიგზია. და გიგზამდეც, ძველი დროის ჯორჯ ბესტი. ასე შორს მივდივართ შედარებაში. ისინი ნამდვილი დრიბლიორები იყვნენ.

და როცა ვამბობ „დრიბლიორები“, უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებსაც ბურთზე საოცარი კონტროლი აქვთ და შეუძლიათ, როგორც უნდათ ისე მართონ. ეს არ არის უბრალოდ - ბურთს წინ გაიგდებ და მერე გაეკიდები. არა, ბურთი თითქოს ფეხზე აქვთ „მიწებებული“, - თქვა რეო-კოკერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093664