ფეხბურთი

17:00 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფერლან მენდიმ შესაძლოა ერთი წელი ვერ ითამაშოს და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

მადრიდის „რეალის“ მცველის, ფერლან მენდის ტრავმა როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა. მისთვის არა მხოლოდ სეზონი დასრულდა, არამედ, დიდი შანსია, ერთი წელი ვერ ითამაშოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. „რეალი“ ოპერაციას გეგმავს და როგორც ირკვევა, ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობს. თუმცა, ექიმები ეცდებიან, რომ ეს ვარიანტი გამორიცხონ და ფეხბურთელს სრულად გამოჯანმრთელების იმედი მისცენ.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. ის „რეალში“ 2019 წლიდან გამოდის, მანამდე კი „ლიონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089754