ფეხბურთი

2:20 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელებმა უპასუხეს შეკითხვას - იმსახურებს თუ არა, მუნდიალის წელს კვარაცხელია ოქროს ბურთს

TMW Radio-ს გადაცემის სტუმრებმა განიხილეს თემა, რომელიც ოქროს ბურთს და ხვიჩა კვარაცხელიას ეხება.

პსჟ-ში ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ბევრი ამბობს, რომ მან წელს ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. თუმცა, მალე მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც კვარა არ იქნება. მუნდიალს კი ოქროს ბურთზე დიდი გავლენა აქვს. იტალიელები ამ თემაზე ამბობენ:

მიმო კუჯინი: „ერთ-ერთი კანდიდატი ნამდვილადაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის წელს თითქმის ყოველთვის ის იგებს, ვინც მუნდიალს იგებს ან ტურნირზე შესანიშნავია. ამ კრიტერიუმმა შეიძლება ის დააზარალოს“.

დანილო კარაველო: „ახლა ყველა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს, მაგრამ ერთ თვეში ყველას კონცენტრაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება. იქ მთავარი პროტაგონისტები იქნებიან ოქროს ბურთზე ფავორიტებშიც. კვარა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ წარმოადგენს ნაკრებს, რომელიც საუკეთესოებში არაა. ის კიდევ უფრო გაიზარდა, ახლა უნივერსალი ფეხბურთელია“.

ჯამპაოლო გერარდუჩი: „საუკეთესო ხუთეულში მოხვდება, მაგრამ თუ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, პსჟ-ს რომელიმე ფეხბურთელი მოიგებს“.

სტეფანო იმპალომენი: „გამარჯვების კრიტერიუმი მსოფლიოს ჩემპიონატია, ვინც მუნდიალს იგებს ან მონაწილეობს, უპირატესობა აქვს. სეზონის გამო, რომელიც ჩაატარა, ალბათ, მივცემდი, მაგრამ ფინალზეცაა დამოკიდებული. იმსახურებს, თუმცა კრიტერიუმი ტიტულებია, არა მხოლოდ თამაში“.

მასიმო ბრამბატი: „კი, რადგან უნივერსალური ფეხბურთელია, რომელმაც აჩვენა, რომ იცის ადაპტაცია და გიჟური ათლეტური მონაცემები აქვს“.

ფრანჩესკო ბონფანტი: „პსჟ რომ ფინალშია, რასაკვირველია მისი დიდი დამსახურებაა. საოცარი პლეი-ოფი ჰქონდა. „ბაიერნთან“ ორივე მატჩშიც ბრწყინვალე იყო. თუმცა, ოქროს ბურთზე მსოფლიოს ჩემპიონატს დიდი გავლენა აქვს. თუ დემბელე ჩემპიონთა ლიგას და მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, როგორ გინდა ოქროს ბურთი არ მისცე? საფრანგეთმა არ უნდა მოიგოს და ამ შემთხვევაში, ალბათ, შანსი ექნება“.

მარიო მატიოლი: „ჯერ კიდევ არა. მუნდიალს დაველოდებოდი, სადაც ის არ იქნება. თუ ვინმე ასე თავს ვერ გამოიჩენს, მაშინ ნამდვილად შეიძლება მოიგოს“.

სტეფანო კოლანტუონო: „ჩემი აზრით, კი, წელსვე იმსახურებს. ერთ-ერთია, ვინც განსხვავებას ქმნის. ბრწყინვალეა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის 30 ფინალისტს შორის აქამდე ორჯერ მოხვდა: 2023 წელს საბოლოოდ, მე-17 ადგილზე გავიდა, ხოლო 2025 წელს შედეგი გააუმჯობესა და მე-12 იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.184079