ფეხბურთი

11:25 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენ ჯეიკობსი: "ეს სიმართლეა, ხვიჩა კვარაცხელია "არსენალის" მთავარი სამიზნეა"

"პარი სენ-ჟერმენის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში ლონდონის "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემის GiveMeSport-ის ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, ქართველი ვინგერი მიკელ არტეტას განსაკუთრებით მოსწონს და მის შესაძენად კლუბი ყველა ღონეს იხმარს. ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ ლეანდრო ტროსარდი და გაბრიელ მარტინელი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მეთოფეთა" რიგებს დატოვებენ.

"„არსენალს“ მარცხენა ვინგერი სჭირდება, რადგან არსებობს რეალური შანსი, რომ გაბრიელ მარტინელი და ან ლეანდრო ტროსარდი წავიდნენ. კლუბი ამ პოზიციაზე ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია ეძებს.

„ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ამ პოზიციაზე პსჟ-ს შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს მარტივი არ იქნება, რადგან პარიზელები . არ აპირებს ფეხბურთელის გაყიდვას, თანაც არსებული ცნობებით კვარაცხელია პარიზში ბედნიერად გრძნობს თავს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი გამორიცხული არ არის — განსაკუთრებით მაშინ, თუ „არსენალი“ შეძლებს ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომელზეც უარის თქმა რთული იქნება როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის", - თქვა ბენ ჯეიკობსიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090942